აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის გამო თავის სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა.
„კიევზე რუსეთის თავდასხმით კმაყოფილი არ ვარ. ეს არ არის საჭირო და ეს ძალიან ცუდ დროს მოხდა. ვლადიმერ, შეჩერდი! ერთ კვირაში 5000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, სამშვიდობო შეთანხმება დავდოთ!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას რუსეთმა მასირებული შეტევა განახორციელა კიევზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-მდე მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
კომენტარები