აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლზე, თუ სამშვიდობო პროცესში პროგრესი არ იქნება.
„ახლა დადგა დრო, როდესაც ორივე მხარემ – უკრაინამ და რუსეთმა – უნდა წამოაყენოს კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის დასასრულებლად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში, გადაწყვეტილება ახლა პრეზიდენტს [ტრამპს] ეკუთვნის. თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული, ჩვენ უარს ვიტყვით ამ პროცესში შუამავლის როლზე“, – განაცხადა მან.
კომენტარები