ლეონარდო და ვინჩის სახელობის რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში “ჯორჯიან ეარვეისის” თბილისი-რომი-თბილისის რეისის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
“ჯორჯიან ეარვეისის” დელეგაციას რომის აეროპორტისა და იტალიური მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ – რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ- ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ რეისები ფორლის მიმართულებით დაიწყო.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური პირდაპირი ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.