ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ბრძოლები მიმდინარეობს. დაღუპულია სულ მცირე ათამდე ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის მიზეზი პაკისტანის მხარეს ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობის აღწერის მცდელობა გახდა. ხალხი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც აღმწერები სოფელში ჯარისკაცებთან ერთად გამოჩდნენ.
ავღანურმა მხარემ, რომელმაც მიიჩნია, რომ მოსახლეობის აღწერა მხოლოდ საბაბი იყო იმისთვის, რომ ხალხი გაღიზიანებული, საზღვარი გადაელახა და ავღანური ბლოკ-პოსტებისთვის შეეტია, ცეცხლი გახსნა. ავღანელების სროლას პაკისტანიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნით უპასუხეს.
მხარეები დაღუპულების და დაშავებულების შესახებ განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ.
ავღანეთის ადგილობრივი პოლიცია ამტკიცებს, რომ დაიღუპა 40 პაკისტანელი სამხედრო, 14 ავღანელი მესაზღვრე და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. პაკისტანელები თავიანთ რიგებში მსხვერპლის არსებობას არ ადასტურებენ.