პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, რომ სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული:
”მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა საქართველოში, ბოლო არჩევნებში ვერც ერთ პარტიას 76 მანდატი რომ ვერ მიეღო – ვერ შედგებოდა ვერანიარი კოალიცია, ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, ამას შეიძლება მოჰყოლოდა შემდგომი რიგგარეშე არჩევნები და ასე შემდეგ. გერმანიაში, როგორც წესი, მთავრობები კოალიციური სახით ყალიბდება და ეს პრობლემებს არ წარმოშობს. პრობლემა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში იქმნება იქ, სადაც პარტიული სისტემა არ არსებობს და არ არის განვითარებული. გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული, კონსოლიდირებული პარტიული სისტემა აქვს. აქედან გამომდინარე, გერმანიაში კოალიციური სისტემა არ ქმნის პრობლემებს, პირიქით, ახალისებს მეტ დემოკრატიას. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ პარტიული სისტემა ჩამოყალიბებული არ არის და ამ პირობებში პროპორციული სისტემის სრულად დანერგვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. გერმანიაშიც კი არის პოლიტიკური პარტია, რომელთანაც წამყვანი პარტიები კოალიციურ შეთანხმებას გამორიცხავენ – არის ”მემარცხენეების” ცნობილი პარტია, რომელიც არჩევნებში 10%-ზე მეტს იღებს და მასთან კოალიციას გერმანიაშიც კი გამორიცხავენ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაღალია პოლიტიკური კულტურის დონე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ პარტიული სისტემა ჩამოყალიბებული არ არის”
2017/05/07 18:57:34
კომენტარები
ნანახია: 1107 ჯერ