საქართველოს მიმართ სანქციები არ მოქმედებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი.
„ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკუეფექტს იწვევს და თავი ხომ არ შევიკავოთო. მიხვდნენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მათი პოლიტიკის მიმართ უკუეფექტი ჩნდება, რადგან საქართველოს ევროკავშირში იმიტომ უნდა, რომ მშვიდობა, ეკონომიკა და მეგობრობა გაიზარდოს. იმას თუ ამბობენ, რომ ვიდრე კაცების ქორწინება არ დაკანონდება და ომს არ დაიწყებთ ქვეყანაში, მანამდე ევროკავშირში არ შემიგიშვებთო, რა თქმა უნდა, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყვის, რადგან რეალურ ევროპულ ღირებულებებს კარვად ვიცნობთ. სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.