მინდა, რომ „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლებმა და ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოსა“ და „საქართველოსთვის” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, არჩევნებისთვის მზადება ნიშნავს ფინანსების გამოყოფას, მათ შორის, შეიძლება, პარტიების დამატებითი რესურსით გაძლიერებას პარტიების სტრუქტურების, ოფისების და ფულის გამოყოფას.
„თქვენ ახლა რა გგონიათ, რომ თაღლითების, ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს ისეთი არჩევნებისთვის, რომელზეც იცის, რომ არც დაინიშნება? სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ, იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც ნამდვილად იციან, რომ ჩატარდება. ამიტომ ეს ქვეყანა დიდი არ არის და ყველა ყველას იცნობსო, რომ ვამბობთ, ამაში იგულისხმება, რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს, რეგიონებს. ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რით არიან დაკავებული. ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამომრჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ა.შ.
მინდა, რომ „ლელოსა” და პარტია „საქართველოსთვის” ამომრჩევლებმა და ასევე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იცოდნენ, რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.