ხვიჩა კვარაცხელია ქართველ ქომაგებს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ფეხბურთელი ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ხელბურთელებს წარმატებას უსურვებს.
დღეს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს.
შეხვედრა „თბილისი არენას“ დარბაზში 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
კომენტარები