შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1946 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.