დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე შეხვედრის ორგანიზება, რომლის დროსაც პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდებიან ერთმანეთს, შეხვედრის ადგილი მოგვიანებით განისაზღვრება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ამ შეხვედრის შემდეგ, გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც ორი პრეზიდენტი და მე მივიღებთ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან კარგი, ადრეული ნაბიჯია ომისთვის, რომელიც თითქმის, ოთხი წელია, გრძელდება. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კოორდინაციას უწევენ რუსეთსა და უკრაინას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები