საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მშვიდობისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება.
„პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა და ასევე სჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინსაც სურს სამშვიდობო შეთანხმება“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
„თუმცა, თუ საბოლოოდ ამ პროცესს უარი მოჰყვება, ჩვენ მზად ვართ განვაცხადოთ, რომ სანქციების გაძლიერებაა საჭირო“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონმა ასევე მიუთითა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინდოეთისთვის დაწესებულ მეორად სანქციებზე, რომელიც რუსული ენერგორესურსების მსხვილი მყიდველია.
მაკრონის თქმით, ინდოეთისთვის დაწესებულ მეორად სანქციებს „დიდი ეფექტი ჰქონდა“.
კომენტარები