ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ქართველი ფეხბურთელები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებენ. ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა (4 სექტემბერს) და ბულგარეთის (7 სექტემბერს) ნაკრებებს უმასპინძლებს.
მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი.
კომენტარები