სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრები. „ქრონიკამ“ ამ კადრებთან დაკავშირებით უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.
როგორც სუს-ში განმარტეს, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღის წინ კახეთში, კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც მას ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
„გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – აღნიშნავენ სუს-ში.
კომენტარები