„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულ ლიდერს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.
ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერ ლიდერზე „იმედი LIVE“-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილი თავადაც არის შემჩნეული აგენტობასა და ქრთამის აღებაში.
დღესვე წარუდგენენ ბრალს მურთაზ ზოდელავასაც, რომელმაც უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც დაკავებისას ხაბეიშვილმა თავისი ტელეფონი გადასცა, გაქცევა სცადა.
კომენტარები