მელიქიშვილის გამზირზე, აქციის შემდეგ დაკავებული მმართველი გუნდის ორი მხარდამჭერის გათავისუფლების მიზეზი, არსებული ინფორმაციით დაზარალებულების ჩვენება გახდა.
ზაზა მამალაძის შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენებაში დააფიქსირა, რომ ხელის მოქნევის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია, რაც ავტომატურად მამალაძის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდა.
რაც შეეხება ირაკლი ბუაჩიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზს, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბუაჩიძეს მისთვის ხელკეტი არ დაურტყამს.
კომენტარები