სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროცესს ესწრებოდა თავად ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა.
კომენტარები