ანანო ცინცაბაძე, რომელიც ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა, სოლიდარობის ფონდის „PL საქართველოში“ წევრია – პოლონეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფარას“ კანონმდებლობას არ ასრულებს.
ანტიკორუფციულ ბიუროს საკითხზე მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. უწყებაში ამბობენ, რომ თუ ორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტებს არ წარადგენს, საქმე პროკურატურას გადაეცემა. ცინცაბაძე პოლონეთიდან ფინანსდება და კავშირები აქვს ევროკავშირის ელჩთან.
„ინფორმირებული არიან, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი და კონკრეტულ ვადაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
კანონის ამოქმედების დღიდან, ანტიკორუფციულმა ბიურომ განსაზღვრა მონიტორინგის ორი ეტაპი. პირველი მოიცავს გაცემული გრანტების შესაბამისობას, თანხმობის მიღების კუთხით. მონიტორინგის მეორე კომპონენტია, მაგალითად, კონკრეტული გრანტი გაცემულია კონკრეტული მიზნით და თუ ეს მიზნები არ ხორციელდება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზანს გადაუხვია – შესაძლებელია, თანხები წარიმართოს პოლიტიკური მიმართულებით, პოლიტიკური აქტივობების დასაფინანსებლად, ამ შემთხვევაში ბიურო თავისი მანდატის საფუძველზე ახორციელებს, „ფარაში“ რეგისტრირების ვალდებულებას, მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მან ნებაყოფლობით წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და დარეგისტრირდეს „ფარაში“. თუ არ განახორციელებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს გზით მოხდება იძულებითი რეგისტრაცია. თუ ამ შემთხვევაშიც შემაფერხებელი ფაქტორებია, უკვე ორგანიზაციის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკორუფციულ ბიუროს წარმომდგენელმა.