ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.
თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
კომენტარები