რიყის პარკში „თბილისობის“ სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს. პარკში უკვე ხალხმრავლობაა. სტუმრებს თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, ღია კინოთეატრი, გასტრონომიული და ღვინის კუთხეები ელით.
ასევე მიმდინარეობს სამეწარმეო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, პატარები კი კონცერტებსა და საბავშვო ღონისძიებებში მონაწილეობენ. რიყის პარკში მუსიკალური პროგრამა საღამომდე გაგრძელდება.
სტუმრებს კულტურული ღონისძიებებით მასპინძლობს ორბელიანის მოედანი, აბანოთუბანში კი მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“.
კომენტარები