ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი ჩაერთო.
„უხვმა ნალექმა, ქარმა და ძლიერმა შტორმმა ბათუმის რამდენიმე ლოკაციაზე პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით სანაპირო ზოლზე, სადაც დაიგეგმა კოორდინირებული მუშაობა, პროცესში ჩაერთნენ მოხალისეები და ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვაწესრიგოთ ბათუმის სანაპირო ზოლი“, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
ძლიერმა შტორმმა ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ნარჩენები გამორიყა. დასუფთავების სამსახური სრული მობილიზებით ახორციელებდა სანაპიროს მოწესრიგებას. სამუშაო პროცესში ჩაერთნენ მოხალისეებიც
კომენტარები