აუცილებლად იქნება მცდელობა ისეთი მძიმე პროვოკაციისა, რომელიც ზუსტად შეესაბამება ხელწერას, რომელიც გააჩნდა ნაცმოძრაობას, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრისთვის რადიკალური ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ გეგმებს.
„ამ სიტუაციაში ეს ადამიანები ვერანაირად ვერ შემოიკრებენ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას“, – აღნიშნავს ვოლსკი.
არჩევნებამდე 1 დღე რჩება. მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, რადიკალური ოპოზიცია კი რადიკალური აქციისთვის. 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით იმართება აქცია, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობაა. დაანონსებულია ძალადობრივი ქმედებები.
კომენტარები