ტურინში ჭყლეტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 1400-მდე ადამიანმა მიიღო. არეულობა იუვენტუსის ფან ზონაში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეალმა იუვენტუსს მესამე გოლი გაუტანა, ფან-ზონაში მაშხალები ააფეთქეს, რასაც პანიკა მოჰყვა. 10-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები