მალტის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯოზემ მუსკატმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად, ხალხმა მხარი დაუჭირა მის მიერ შემუშავებულ ეკონომიკის პოლიტიკას, რომელიც მუსკატის შეფასებით წარმატებით ხორციელდება.
მუსკატის მთავარმა მოწინააღმდეგემ ნაციონალური პარტიიდან საიმონ ბუსუტილმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.
65-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 209 კანდიდატი იბრძოდა. არჩევნების რეზულტატები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
მალტაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერმინისტრმა მაისში დანიშნა. ამის მიზეზი ოპოზიციის ბრალდებები გახდა, კონკრეტულად კი ოპოზიციის მტკიცებით, პრემიერის მეუღლე და ენერგეტიკის მინისტრი ოფშორულ სკანდალში არიან ჩართულები. პრემიერმა ბრალდებები უარყო და ოპონენტს ცილის წამებისთვის სასამართლოში უჩივლა.