ტერეზა მეი კი ბრიტანელების კრიტიკის ობიექტი გახდა. BBC-ის ცნობით, უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრი განცხადებამ გამოიწვია, რომლის დროსაც ტერეზა მეიმ ტერორისტებთან ბრძოლის ფარგლებში ინტერნეტის კონტროლის შესახებ ისაუბრა. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერორისტები ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებისთვის ინტერნეტს იყენებენ და ამიტომაც მისი კონტროლი აუცილებელია.
ტერეზა მეიმ ინტერნეტის კონტროლზე განცხადება ლონდონის ტერაქტის გამო საგანგებო სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 48.
3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი “სამხრეთული” გარეგნობის ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მიკროავტობუსი დაიძრა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან.