საფრანგეთის უშიშროების მინისტრი ჟერარ კოლომბოს განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსვლისას, ის თავს პატრულს ჩაქუჩით დაესხა და იყვირა: “ეს თქვენ სირიისთვის!”. ინფორმაციას ავრცელებს “BFMTV”.
პატრულის თანამშრომელმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და მკერდში დაჭრა. როდესაც, კაცი ძირს დაეცა, ის ყვიროდა, რომ “ხალიფატის ჯარისკაცია” და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძვის. ჩაქუჩის გარდა, მას ორი დანა ჰქონდა.
“ჩვენ უკვე ისეთ ეტაპზე გადავედით, რომ ტერორისტული აქტი აღარ არის რაიმე მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოთი მოწყობილი. დღეს ინსტრუმენტი ყველაფერი შეიძლება იყოს,” – განაცხადეს სამართალდამცველებმა.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდამსხმელი 40 წლის ალჟირელია, რომელიც საფრანგეთში სტუდენტური ვიზით ჩამოვიდა.
პროკურატურა საქმეს ტერორიზმის აქტის მუხლით იძიებს.