თურქეთში, სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი, ტანერ კილიჩი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ ტანერ კილიჩისთან ერთად Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის კიდევ 22 თანამშრომელი დააკავეს.
„იმ მიზეზის გამო, რომ საერთაშორისოდ აღიარებული დანაშაულის ჩადენასთან მათი კავშირების სანდო და მისაღები მტკიცებულებები არ არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტანერ კილიჩი და 22 თანამშრომელი, ასევე მათ ბრალდებები მოუხსნან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კომენტარები