ირანის უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს, დილით თეირანში რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი შევიდა.
გავრცელებული ცნობით, ირანულმა სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი დაჯგუფების განეიტრალება შეძლეს, ვიდრე ტერორისტები თავდასხმას განახორციელებდნენ. ორმა ჯგუფმა კი, პარლამენტსა და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე განახორციელა თავდასხმა.
თავდამსხმელები ამ დრომდე რჩებიან ირანის პარლამენტის ტერიტორიაზე. სააგენტო “ტასნიმ”-ის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა.
კომენტარები