სირიის მოკავშირეთა ოპერატიული შტაბმა, რომელშიც შედის ლიბანის “ჰესბოლა“ და ირანი, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო პოზიციებზე დარტყმის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას en.cyplive ავრცელებს.
“სირიის შვილების სისხლი არ არის იაფი. სირიაში ამერიკელი სამხედროების პოზიციებზე დარტყმის შესაძლებლობა არსებობს, როდესაც ამას გარემოება მოითხოვს“ – ნათქვამია სირიის მოკავშირეთა შტაბის განცხადებაში.
შტაბმა კოალიციური ძალების მოქმედებას “მშიშრების აგრესია“ უწოდა.
კომენტარები