თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პოლიციამ რამდენიმე ბანკში მომუშავე 11 პირი დააკავა. ეს ადამიანები ფეთჰულაჰგიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გიულენს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ეს პირები მესენჯერ ByLock app-ის გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს პუტჩის მონაწილეები იყენებდნენ.
ფეთჰულაჰ გიულენი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. თურქეთმა მისი ექსტრადირების მოთხოვნით შეერთებულ შტატებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ აშშ-ს ეს გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.
კომენტარები