ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 ივნისამდე გაგრძელდება.
ხვალ ხანმოკლე წვიმა ელჭექით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. სინოპტიკოსის თქმით, 7 ივნისს გამოიდარებს და ტემპერატურა 27-დან 29 გრადუსამდე აიწევს. თუმცა, 7 ივნისის შემდეგ ტემპერატურის კლება ისევ მოსალოდნელია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
სინოპტიკოსების პროგნოზით არამდგრადი ამინდი, ხანმოკლე წვიმებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.
კომენტარები