უკრაინაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას აღნიშნავენ. კიევის ცენტრში ღამით 10 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და სადღესასწაულო ღონისძიებებს შეუერთდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ევროპის მოედნიდან მოსახლეობას მიმართა: „აი, ძმებო-უკრაინელებო, ჩვენც გაგვიღიმა ბედმა, რომელზეც ოცნებობდა და რომლისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა“.
უკრაინის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მომენტი საგულისხმოა იმითაც, რომ რუსეთის იმპერიისგან უკრაინის საბოლოო გამიჯვნას უდებს სათავეს.
კომენტარები