700–ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს მოსკოვსა და პეტერბურგში არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, სადაც ისინი კორუფციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში 400–ზე მეტი, ხოლო სანკტ–პეტერბურგში – 300–ზე მეტი აქტივისტია დაკავებული.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადივოსტოკში 22 ადამიანია დაკავებული. ქალაქ ნორილსკში ანტიკორეუფციული მიტინგის 10 მინაწილე დააპატიმრეს. ბლაგოვეშჩენსკში 9 ადამიანია დაჭერილი. ყაზანში – 4.
დღეს რუსეთის ოფიციალური დღე აღინიშნება. მოსკოვის მერიამ დილიდან მოუწოდა მოსახლეობას, გასულიყო ქუჩაში, სადაც შეისწავლიდა იარაღის აწყობას და მიირთმევდნენ ჩაის გიგანტური სამოვარიდან.
კომენტარები