მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო იერიში მიიტანა. უწყების ოფიციალურ ვებგევრდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომეხი სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 16 ივნისს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მომხდარზე რეაგირება მოახდინა აზერბაიჯანულმა მხარემ. სააგენტო „ეი-ფი-ეი-ს“ ცნობით, იერიშს 5 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. მომხდარზე ჯერჯერობით კომენატრს არ აკეთებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
კომენტარები