მინეაპოლისში არეულობისას მემარცხენე და კონსერვატორ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სოციალურ მედიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობით, მემარცხენე დემონსტრანტები კონსერვატორ აქტივისტ ჯეიკ ლენგს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები მინეაპოლისში მასობრივი დეპორტაციის რეიდებს პროტესტის ფონზე განაგრძობენ. გრძელდება დაპირისპირება დემონსტრანტებსა და ფედერალურ ოფიცრებს შორის. აქტივისტებმა ღამით, სამართალდამცველებს პიროტექნიკით შეუტიეს, მათ დასარბევად კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ფედერალურ ოფიცრებზე თავდასხმის ბრალდებით 50-მდე ადამიანია დაკავებული.
კომენტარები
