პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია ვენესუელაში. რამდენიმე ათასი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
აქციის დასაშლელად ადგილზე მობილიზებულმა ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.
კომენტარები