სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„იმედინიუსის“ კითხვას – „რა მიზნით არის შესული კომპანიებში ანტიკორუფციული სააგენტო და შეისწავლით თუ არა ფინანსურ დოკუმენტებს?“, სუს-ში ასე უპასუხეს:
„მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“.
კომენტარები
