ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში დღეს 15 ბრალდებულის, მათ შორის გიორგი ჩახუნაშვილის პროცესი გაიმართა.
გამოიკითხა 5 მოწმე ექსპერტი. დაცვის მხარე ამჯერადაც ცდილობდა, ძალადობრივი ქმედებები მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტის ფორმად წარმოეჩინა.
„აღნიშნულმა ექსპერტებმა საქმეში არსებულ ვიდო ჩანაწერების ექსპერტიზა ჩაატარეს. ექსპერტებმა თავის დასკვნაში მიუთითეს, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც ვიდეო ჩანაწერებში ჩანან, კონკრეტული ბრალდებულები არიან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ ის პირები, რომლებიც არიან ჯგუფური ძალადობის მონაწილეები და ასევე სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, ნამდვილად არიან ბრალდებულები“, – განაცხადა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.
კომენტარები
