შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის აფრიკული სარდლობის (U.S. AFRICOM) ორგანიზებულ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) კოორდინაციით განხორციელებულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express მონაწილეობა მიიღეს.
საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქ. ტუნისში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანების შესრულებას.
Phoenix Express საერთაშორისო საზღვაო სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს პროცედურების, ტერმინოლოგიისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მართვის მოდელის ათვისებას. სწავლება ფოკუსირებული იყო საზღვაო აღკვეთ ოპერაციებზე, ინფორმაციის ეფექტიან გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
