აშშ-ის ქალაქ ფლინტში პოლიციის ოფიცერი დანით დაჭრეს. მან ჭრილობა კისრის და ზურგის არეში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.
პოლიციის ლეიტენანტი ჯეფ ნევილი პოსტზე იდგა, როდესაც მასთან უკნიდან მამაკაცი მივიდა და დანა ჩაარტყა.
ინციდენტის შემდეგ, აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები