პაკისტანში, ქალაქ კვეტაში, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი „ალ-ჯაზირა“ იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულებს შორის პოლიციის ხუთი თანამშრომელია, ხუთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მანქანა პოლიციის განყოფილებას მიუახლოვდა, მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
კომენტარები