ნებრასკას შტატში ტორნადოს შედეგად ამერიკის საჰაერო ძალების ათი თვითმფრინავი დაზიანდა, მათ შორის ორი E-4B ტიპისაა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
მისი თქმით, ინციდენტი გასულ კვირას, 16 ივნისს მოხდა, მაგრამ მომხდარის შესახებ ცნობილი შაბათს, 24 ივნისს გახდა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების წარმომადგენელი განმარტავს, დაზიანება E-4B-ს საკუთარი მისიის შესრულებაში ხელს არ შეუშლის. წყაროსგანმარტებით, E-4B ელექტრომაგნიტური ტალღებისგან დაცულია და თანამედროვე სისტემებითა და კომუნიკაციებითაა აღჭურვილი.
კომენტარები