გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.
ოფიციალური მონაცემებით, გასული თვეების განმავლობაში, ქოლერით 1300 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა 23 პროცენტი მცირეწლოვანი ბავშვები არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, იემენში ქოლერის სიმპტომები დაახლოებით 200 000 ადამიანს აღენიშნება.
კომენტარები