ავღანეთში თალიბების შეტევის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის 10 თანამშრომელი დაიღუპა. „ბოევიკები“ სალმას დამბის მახლობლად მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
ორმხრივი სროლის დროს უსაფრთხოების ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. ასევე მოკლულია ოთხი თავდამსხმელიც.
სალმას დამბის რეკონსტრუქცია 2016 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულება 300 მილიონი დოლარია. ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 42 მეგავატს შეადგენს.
კომენტარები