ლონდონში, პოლიციის აგრესიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს. დემონსტრანტებთან შეტაკების შედეგად დაშავებულია 6 პოლიციელი. ოთხი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საპროტესტო აქციები 25 წლის ფერადკანიანი ედირ და კოსტას სიკვდილს მოჰყვა, რომელიც დაკავებიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებისას პოლიციამ მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
დემონსტრანტები აქციაზე პლაკატებითა და ლოზუნგებით მივიდნენ და პოლიციის ქმედებას აპროტესტებდნენ.
აქციისას დაიწყო შეტაკებები. პოლიციამ დემონსტრანტებს გზა გადაუკეტეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს აგურები დაუშინეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
კომენტარები