„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაეკისრა 50 000 ლარის ჯარიმა და ერთი წელი პირობითი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
ლევან მახარაშვილის თქმით, დასრულდა ყველა საქმე, მათ შორის – ბაჩიაშვილის მშობლების.
„ყველა საქმე დასრულდა, სამოქალაქოც და სისხლიც, მშობლების საქმეც შეწყდა. დაეკისრა 50 ათასი ლარი და ერთი წელი პირობითი. 9 თვე მოხდილი აქვს და 3 თვე დარჩა პირობითი“, – განაცხადა ადვოკატმა.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.
კომენტარები
