დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის” მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა ნაც. მოძრაობამ, ახლა კი – ბრიტანეთის მთავრობამ, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.
ჩაკვეტაძე სოლიდარობას უცხადებს “იმედისა” და “პოსტივის” თანამშრომლებს და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის დაწესებულ აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს ფასი არ აქვს.
“დღეს, ტელეკომპანია ,,იმედის” მეორედ დარბევა სცადეს…
2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა ნაც. მოძრაობამ, ახლა კი – ბრიტანეთის მთავრობამ.
მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს.
ერთ დროს დემოკრატიის აკვანად წოდებულმა ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას – მედიას შეუტია საქართველოში.
როგორც ჩანს, მათთვის თანამედროვე ,,ბიბისის” ე.წ. სტანდარტით იზომება მედიის ხარისხი.
სოლიდარობა ,,პოსტივისა” და ,,იმედის” თითოეულ თანამშრომელს – ადამიანებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან!” – წერს ჩაკვეტაძე.
