საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩის ეს განცხადება სამარცხვინოა.
„რამდენიმე კვირის წინ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ პრემიერმა, თავად გამოაქვეყნა, რომ ევროკავშირმა რუსეთს 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. ახლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი გამოწვევები გვაქვს, ცხვირაბზუებული გვეუბნება, რომ რუსული ტურისტი არ შემოვუშვათ, დამშეული ვიყოთ და ღვინო არ გავყიდოთ. ვინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს რომ ამ ტონით გველაპარაკება. თვითონ შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება. ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბრიუსელი დღეს არის ღირებულებებისგან დაცლილი ბიუროკრატების თავყრილობა და ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეს არის სხვების დაზიანება. მათ აღარ აქვთ არანაირი უნარი, ძალა, შემოქმედებითი მიდგომა რაიმეს მიმართ, რომ რაღაც შექმნან, დღეს ბრიუსელი ანგრევს სხვების და საკუთარი თავის ბედსაც, ამიტომაც არის, რომ ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა ბრიუსელისა და მათი მარიონეტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
