ახალი პარტიის მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული გარედან რომელიმე ქვეყნის ჩარევისგან, არც დასავლეთიდან და არც ამერიკიდან, – ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი პარტია და მისი სახეები წარადგინა.
დეპუტატის თქმით, ახალი პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც.
“დაფინანსების წყაროებს რაც შეეხება, არიან არც თუ ისე ღარიბი პიროვნებები, რომლებიც დაგვეხმარებიან. უახლოეს მომავალში რეგიონებშიც დავაანონსებთ და გავხსნით ოფისებს. უკვე გამოჩნდნენ ადამიანები ვინც შემოგვთავაზა ოფისები.”- აღნიშნა მეჭიაურმა.
კომენტარები