რომის პაპი მრჩეველს და ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელს, კარდინალ ჯორჯ პელს სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი.
ავსტრალიელი კარდინალი, რომელიც ვატიკანის ფინანსებს განაგებს, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ჯორჯ პელი აცხადებს, რომ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად და უდანაშაულობის დასამტკიცებლად სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ის სასამართლოს წინაშე 18 ივლისს უნდა წარდგეს.
76 წლის კარდინალი კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში მესამე პირია.
კომენტარები