ერაყის არმიამ ქალაქი მოსული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან მთლიანად გაათავისუფლა.
ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადიკალები მოსულის არცერთ რაიონს არ აკონტროლებენ. ამ დროისთვის ქალაქში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 3 წლის წინ დაამყარა. ერაყის არმიამ კოალიციურ ძალებთან ერთად ქალაქის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია 9 თვის წინ დაიწყო.
კომენტარები